მენიუ

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

ღირებულება 1800 ₾

განვადებით თვეში 56 ₾-დან



დარეგისტრირდი ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი


პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • როგორ წარმართონ ტესტირების პროცესი სხვადასხვა გამოწვევების მქონე პროექტებისთვის;
  • როგორ გააანალიზონ ბიზნეს მოთხოვნები და შექმნან სატესტო დოკუმენტაცია;
  • რა მეთოდები, მიდგომები და ტექნიკები გამოიყენონ, როგორც ვებ საიტების ტესტირების დროს, ასევე, მობილური აპლიკაციების (Android / iOS) და API -ის შემთხვევაში;
  • ციფრული პროდუქტების განვითარების საფეხურებსა და ტესტირების როლს თითოეულ ეტაპზე;
  • რისკების ანალიზსსა და მათი მენეჯმენტის ტექნიკებს;
  • სწორი შეფასებების მიწოდებას სატესტო დავალებებისთვის;
  • ხარვეზების მენეჯმენტსა და სასიცოცხლო ციკლს;
  • SDLC პოპულარულ მოდელებსა და მათ განსხვავებებს და საჭიროებებს;
  • Agile/Scrum მეთოდოლოგიის მთავარ საფუძვლებს;
  • ეფექტური ტესტ ქეისების მოფიქრებასა და შედგენას ტესტირების ტექნიკების გამოყენებით;
  • სატესტო მონაცემების (Test Data) მომზადება მონაცემთა ბაზების დახმარებით;
  • ტესტირების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტის შექმნას;
  • განსაზღვრონ ტესტ ავტომატიზაციის საჭიროებები;
  • ავტომატიზირებული ტესტების შექმნას JavaScript -ის გამოყენებით;
  • პროექტში ჩართვას ტესტირების ყველა ეტაპზე.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე - (B1+) საკითხავი მასალების დამუშავებისთვის;
  • კარგი ანალიტის უნარი და მზადყოფნა სალექციო პრაქტიკულ დავალებებში ჩართულობისთვის;
  • უნდა იყო თვითგანვითარებაზე ორიენტირებული და შეგეძლოს დამატებითი მასალების გარჩევა;
  • მომხმარებლის დონეზე თავისუფლად შეგეძლოს მობაილ და ვებ აპლიკაციების გამოყენება.


ლექტორების შესახებ

  • თაკო აბრამაშვილს აქვს 6 წლიანი გამოცდილება IT სფეროში, ტესტირების სხვადასხვა მიმართულებებით. ბოლო 2.5 წელია მუშაობს კომპანია  EPAM-ში, Lead Software Testing Engineer-ის პოზიციაზე. ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, არის ტექნიკური ინტერვიუერი, მენტორი და გუნდის ლიდი. მისი სამუშაო გამოცდილებიდან პროექტების ძირითადი დომეინებია: Banking, e-commerce, Health, Big data;
  • 3 წელი იკავებდა ტესტერის პოზიციას სფეისში და პასუხისმგებელი იყო 2 ქვეყნის პროექტზე;

  • 1 წელი მუშაობდა ამერიკულ კომპანია mrkt.com-ში, გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა ელექტრონული გაყიდვების პლატფორმაზე.


  • ლიდა ხუციშილს აქვს 5 წლიანი გამოცდილება ტესტირების მიმართულებით. წლების მანძილზე თანამშრომლობდაისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: SweeftDigital, EPAM, CityWide Group;
  • ამჟამად მუშაობს CityWide Group-ში ავტომატიზაციის მიმართულებით და პროექტის ფარგლებში პასუხისმგებელია ხარისხის უზრუნველყოფის ყველა მიმართულებაზე.


მოწვეული ლექტორები

  • SEO აუდიტი და ტესტირება - რატი გველესიანი
  • ეფექტური პროფილის შექმნა (CV, რეზიუმე და LinkedIn) - ნუცა ცერცვაძე

კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 595 54 00 54 ანი

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება დარეგისტრირდი ➜

შეფასებები

,,მადლობა მთელ გუნდს აქტიური ჩართულობისა და გულისხმიერებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ლექტორს - თაკოს. იგი საკუთარი საქმის პროფესიონალია და არაჩვეულებრივად გადმოსცემს აღნიშნულს. გარდა ამისა, თაკოს აქვს უნარი გაგიზარდოს მოტივაცია და გაგიღვივოს სურვილი - იყო ბევრად უკეთესი. გისურვებთ წარმატებებს.’’
,,სრულ რეკომენდაციას ვუწევ სმარტ აკადემიას და გავლილ კურსს. მეგობრული და პოზიტიური ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფია, რომლებიც ყველანაირ მოტივაციას გაძლევენ შეიძინო ცოდნა და მიაღწიო დასახულ მიზანს. გამომდინარე იქედან, რომ ეს სფერო ჩვენთვის უცხო იყო, ძალიან დიდი თანადგომა იგრძნობოდა მათი მხრიდან. დიდი მადლობა მთლიან გუნდს ამ გამოცდილებისთვის და პოზიტიურად განვლილი კურსისთვის. ვფიქრობ, ახლო მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები სმარტ აკადემიას.’’
,,სასწავლო პროგრამა თანმიმდევრულად ასახავს იმას, თუ რა შეიძლება გამოგვადგეს სამომავლოდ. ამ კურსის განმავლობაში განვავითარე კრიტიკული აზროვნება, ვისწავლე სწორი კითხვების დასმა. ყველანაირი გარემოა შექმნილი, რომ სტუდენტებმა თავიანთი კითხვებით საკუთარი თავი წარმოაჩინონ. რაც მთავარია, ჩვენს თითოეულ შეკითხვაზე ლექტორი ამომწურავ პასუხს გვცემდა.’’ სრულად ➜
,,კურსი საკმაოდ კარგი იყო. ვფიქრობ ზუსტად ის ცოდნა მომცა, რაც მჭირდებოდა. თაკო ენერგიული და ყურადღებიანი ლექტორია, რასაც ძალიან ვაფასებ. იგი თავისი საქმის პროფესიონალია. ვფიქრობ, თაკო უძლიერესია თავის სფეროში და მას კონკურენტი არ ჰყავს.სმარტ აკადემიასთან ურთიერთობა საკმაოდ საინტერესო იყო. ბევრი ახალი უნარი და ცოდნა შევიძინე. რეკომენდაციას ვუწევ და აუცილებლად გავაგრძელებ მათთან თანამშრომლობას.’’

რეგისტრაცია კურსზე
"პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)"

ღირებულება 1800

დაზოგე

0 1800

განვადებით თვეში 56-დან

56


გთხოვ ჩაწერო სახელი და გვარი
გთხოვ ჩაწერო ელ. ფოსტა
გთხოვ ჩაწერო ტელეფონი
🎁 კურსის ჩუქება
🎁 ვის ჩუქნი კურსს? ✖️
გთხოვ ჩაწერო სახელი და გვარი
გთხოვ ჩაწერო მეგობრის ტელეფონი
კოდი არასწორია ან ამ კურსზე/ივენთზე ვერ გამოიყენებ
კონსულტაცია
რეგისტრაცია & გადახდა
რეგისტრაცია & განვადება



მსგავსი კურსები

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები.
iOS Development with Swift

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.
FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.
კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი

კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი

კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსის მიზანია კურსდამთავრებულებს შეექმნას წარმოდგენა კიბერუსაფრთხოების სფეროზე, საფრთხეების განსაზღვრის მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე, შეისწავლოს კიბერუსაფრთხოების სფეროს ტენდენციები და მიმართულებები.
JIRA Software კურსი

JIRA Software კურსი

JIRA Software კურსის მიზანია კურსდამთავრებულმა იცოდეს რა არის JIRA software, როგორც მომხმარებელმა/ადმინისტრატორმა როგორ გამოიყენოს და მართოს JIRA, გაუწიოს ადმინისტრირება და გუნდის საჭიროებები ასახოს JIRA -ში.

ყველა კურსი