კომპიუტერული უნარებისა და საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსის მიზანია სტუდენტს ასწავლოს საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები საფოსტო, საოფისე და ღრუბლოვან სერვისებში მაიკროსოფტის საოფისე პაკეტის პროგრამების გამოყენებით - კერძოდ: Word, PowerPoint და Excel. ასევე, სტუდენტს შესძინოს მონაცემთა მენეჯმენტის, მანიპულაციისა და დამუშავების უნარები სხვადასხვა სცენარებში.
კურსის
მსმენელებს ეცოდინებათ
და შეძლებენ:
საფოსტო სერვისების
მართებული გამოყენება;
Microsoft-ის
საოფისე პროგრამების Word, PowerPoint, Excel-თან კომფორტულად
მუშაობა;
მაიკროსოფტის
საოფისე დოკუმენტებში მონაცემების (ინფორმაციის) შექმნა / შენახვა / რედაქტირება /
მენეჯმენტი;
როგორ
იმუშავონ პროექტზე სხვადასხვა დოკუმენტებთან, ილუსტრაციებთან;
პრეზენტაციის მომზადება და ექსპორტი;
როგორ შექმნან აკადემიური ან კერძო პარამეტრების მქონე დოკუმენტი.
სასწავლო კურსის
მოთხოვნები:
სასურველია
ინგლისურის ცოდნა მინიმუმ A2 დონეზე;
კომპიუტერთან
მუშაობის ზოგადი გამოცდილება;
აუცილებელია
Microsoft
Office 2019 ან 2021 Word,
Powerpoint, Excel;
ლექტორის შესახებ:
გელა
პატარია არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საძიებო სისტემების
ფრილანსერი, ანალიტიკოსი და თარჯიმანი (მათ შორის ტექნიკური თარჯიმანი);
გელას
აქვს სასწავლო პროცესის ადმინისტრატორად, სამეცნიერო ჟურნალის ტექნიკურ რედაქტორად,
უმცროს პროგრამისტად და ტექნიკურ ასისტენტად მუშაობის გამოცდილება;
მის
ინტერესს წარმოადგენს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, ვებ პროგრამირება, არქიტექტურული
ვიზუალიზაცია, კომპიუტერულ თამაშებზე ორიენტირებული
მოდელირებადა ა.შ.
ლტოლვილთა დანიის საბჭოს დაფინანსებითა და სმარტ აკადემიის ხელშეწყობით, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მასწავლებლებს კომპიუტერული კვალიფიკაციის ასამაღლებლად კომპიუტერული უნარების 1-თვიანი კურსი ჩაუტარდათ. ტრენინგ-კურსი, რომელსაც კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრი - გელა პატარაია - უძღვებოდა, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის 9 მასწავლებელმა გაიარა. კომპიუტერული უნარების კურსი მიზნად ისახავდა სტუდენტისთვის კომპიუტერული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემის Windows 10-სა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლების სწავლებას, ასევე საფოსტო და ღრუბლოვან სერვისებთან მუშაობის მეთოდების გაცნობას, მონაცემთა მენეჯმენტის, მანიპულაციისა და დამუშავების სცენარებში მაიკროსოფტის საოფისე პაკეტის პროგრამების, კერძოდ, Word-ის, PowerPoint-სა და Excel-ის ეფექტიანად გამოყენებას. მასწავლებელთა ცოდნა და პროგრესი რეგულარულად მოწმდებოდა კურსის შეფასების სისტემით, რაც მოიცავდა სხვადასხვა ტიპის პრაქტიკულ დავალებას, ქვიზს, შუალედურ გამოცდას, დამოუკიდებელ პროექტსა და საბოლოო გამოცდას.ტრენერი გელა პატარაია:„მე, როგორც ტრენერი, კმაყოფილი ვარ კურსის გავლის შედეგად მიღწეული პროგრესით. მიმაჩნია, რომ მასწავლებლებმა აიმაღლეს ტექნოლოგიური ცოდნა, შეიძინეს ახალი უნარ-ჩვევები, რომელთაც თავიანთ სფეროებში აქტიურად გამოიყენებენ და ეს ეფექტიანად მუშაობაში დაეხმარებათ. - გაიცანი ლექტორი, გელა პატარაია: იდეალურთან ახლოს და ერთფეროვნებისგან შორს - ყველაფერი ბლენდერის შესახებკურსის შთაბეჭდილებებს პედაგოგებიც გვიზიარებენ.ირინა ძირკვაძე: ჩემთვის, ჩვენი კურსი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო… უფრო ნათლად დავინახე საოფისე პროგრამების შესაძლებლობები და მათი გამოყენებით საქმეების გამარტივების შესაძლებლობა. კომპიუტერთან მუშაობა გაცილებით გამიმარტივდა და ახლა უკვე დიდი სურვილი მაქვს, ჩემმა მოსწავლეებმაც იცოდნენ საოფისე პროგრამები, რათა ერთად შევძლოთ სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება.მაია გობაძე:ვფიქრობ, ეს კურსი ჩემთვის დაიგეგმა. შეიძლება, ყველაფერი ძალიან კარგად ვერ ვისწავლე, მაგრამ ჩანაწერებს ვუყურებ, ხოლმე და ვიხსენებ, რაც გადამავიწყდა ან გამომრჩა. ციცინო გობაძე:მიყვარს ტექონოლგიების გამოყენება, საოფისე პროგრამები მეგონა ვიცოდი... ამ კურსით კი, იმდენი რამ ვისწავლე... აღმოვაჩინე ისეთი ფუნქციები, რაზეც აქამდე წარმოდგენა არ მქონდა. ცოტა ხნის წინ მეგობარს საბაკალავრო ნაშრომის ანგარიშის დაწერაში დავეხმარე და გამიხარდა, ყველა ფუნქცია რომ ვიცოდი, რაც ნაშრომის სრულყოფისთვის საჭირო იყო. პროექტების დაწერის დროს კარგად ვიყენებ ექსელის ფორმულებს, ასევე ხშირად მიწევს პრეზენტაციების კეთება, ჩემი პრეზენტაციები უფრო დახვეწილი და ლამაზი გახდა.ცირა კახაძე:კურსი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, გაამდიდრა ჩემი ცოდნა. წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ ექსელი ასეთი საინტერესო და მოქნილი იყო. მასწავლებლებს იმდენი სამუშაო გვაქვს… აქ შეძენილ ცოდნას ყველგან და ყველაფერში ვიყენებ. უღრმესი მადლობა ასეთი ძლიერი ლექტორისა და კურსისათვის.აგრეთვე წაიკითხე:მაკო ქურთიაშვილი გრეის ჰოპერის ჯილდოს მფლობელია„პროფესიას არ აქვს გენდერი“ - 5 გამარჯვებულ გოგოს სმარტ აკადემიაში სწავლა დაუფინანსდასმარტ აკადემია კახეთში მცხოვრებ 5 მოსწავლეს ინტერნეტის 1 წლის საფასურს დაუფინანსებსᲠა არის პითონი და როგორ უნდა ისწავლო ის? - ცოტა რამ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის შესახებსრულად ➜
რეგისტრაცია კურსზე
"საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსი - Word, PowerPoint, Excel"