Microsoft SQL Server Database Fundamentals
- ლექტორი სოსო ბერიძე
- შეხვედრები 1.5 თვე, 18 შეხვედრა - 36 სთ
- ორშაბათი 19:30-21:30, ოთხშაბათი 19:30-21:30, პარასკევი 19:30-21:30
ღირებულება 1290 ₾
განვადებით თვეში
დარეგისტრირდი ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
Microsoft SQL Server Database Fundamentals კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ინფორმაციული მოდელი, Microsoft SQL მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების მუშაობისა და ფუნქციონირების პრინციპები, რათა შეძლოს მონაცემთა ბაზის დაპროექტება, შექმნა და მონაცემთა დამუშავება. კურსის ფარგლებში მიღებული საბაზისო ცოდნა და უნარები კურსდამთავრებულს დაეხმარება Microsoft SQL მონაცემთა ბაზების მართვის სფეროში კარიერის დაგეგმვასა და ამ სფეროს სხვა კურსების მარტივად დაძლევაში.
სასწავლო კურსის შედეგები
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- ინფორმაციული მოდელი, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების პრინციპები;
- მონაცემთა ბაზის ობიექტები, ტიპები;
- ბრძანებების ჯგუფები, სინტაქსი, შეზღუდვები, მათ დანიშნულება;
- ბაზის პროექტირება ლოგიკურ და ფიზიკურ დონეზე;
- მონაცემთა სტრუქტურის სწორად განსაზღვრა;
- მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ამოღება, ძებნა, დამუშავება;
- არსებული მონაცემთა ბაზის სტრუქტურის წაკითხვა და შეფასება;
- SQL Server Management Studio-შიმუშაობა;
- სწავლის გაგრძელების საჭიროების დადგენამონაცემთა ბაზების მიმართულებით და დამუკიდებლად, კომპეტენციების სრულყოფა.
ლექტორის შესახებ
- სოსო ბერიძეს აქვს მონაცემთა ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობისა და დეველოპმენტის (C, C++, Java, .NET) 20 წლიანი გამოცდილება;
- 2018-2022 წლებშიდასაქმებული იყო ეროვნულ ბანკში, სადაც 2020-2022 წლებში იკავებდააპლიკაციების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის პოზიციას IT დეპარტამენტში;
- 2018-2022 წლებში იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle) და PL/SQL მიმართულებით;
- 2020 წლიდან დღემდე არის ISSP ტრენინგ ცენტრის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle, MS SQL), PL/SQL და T-SQL მიმართულებით;
- ამჟამად, სოსო იკავებს სისტემის ანალიტიკოსის პოზიციას TBC ბანკში;
- ის არის Oracle-ისა და Microsoft-ისსერტიფიცირებული სპეციალისტი - Oracle Database SQL Certified Associate და MTA: Database Fundamentals.
კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67 მაიკო
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება დარეგისტრირდი ➜