ვებ დეველოპმენტის საწყისები ბავშვებისთვის
- ლექტორი თორნიკე რამაზაშვილი
- შეხვედრები 11 შეხვედრა - 22 სთ
-
დაწყების თარიღი
6 აპრ
ღირებულება 600 ₾
განვადებით თვეში
დარეგისტრირდი ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
ვებ დეველოპმენტის საწყისები ბავშვებისთვის კურსის მიზანია 10-14 წლის მოსწავლეებს მისცეს ცოდნა ვებ-გვერდების შექმნის საწყისებთან დაკავშირებით, HTML, CSS, JavaScript-ის საშუალებით შეძლებენ შეასრულონ პრაქტიკული აქტივობები და საინტერესო პროექტები.
სასწავლო კურსის შედეგები
ვებ დეველოპმენტის საწყისები ბავშვებისთვის მსმენელები შეძლებენ:
- ისწავლონ მარკირებისა და პროგრამირების ენები
- დაეუფლონ ვებ პროგრამირების საფუძვლებს
- შეძლონ ბრაუზერის და კოდის რედაქტორის გამოყენება
- შექმნან მათთვის საინტერესო პროექტები
- გაუჩნდეთ სურვილი დაეუფლონ მომავლის პროფესიებს
- განივითარონ შემოქმედებითი უნარები
სასწავლო კურსის მოთხოვნები
ვებ დეველოპმენტის საწყისები ბავშვებისთვის მონაწილე უნდა იყოს 10-14 წლის სკოლის მოსწავლე და ჰქონდეს გამართული ლეპტოპი.
ლექტორის შესახებ
- 2022 წლის თებერვლიდან ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანია NLYC-ში Junior React Native დეველოპერის პოზიციაზე, PSP-ის მობილურ აპლიკაციაზე.
- 2022 წლის ნოემბრიდან მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სააგენტოს 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამაში Mobile Development: React Native-ის მიმართულებით.
- 2023 წლის თებერვლიდან მუშაობდა Smart Academy-ში Front-end web development-ის კურსის ლექტორის ასისტენტად.
- 2023 წლის აგვისტოსტან მუშაობდა ვიზუალური პროგრამირების მასწავლებლად რობოკლუბში და ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში განათლების მხარდამჭერად.
- 2023 წლის სექტემბრიდან მონაწილეობა მიიღო "TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის" ტრენერთა ტრენინგის (ToT) პროგრამაში და არის სერტიფიცირებული ტექნოლოგიური განათლების ტრენერი
- 2024 წლის იანვრიდან მუშაობს ნიუტონის თავისუფალ სკოლაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის ასისტენტ-მასწავლებლად და პროგრამირების კლუბის მასწავლებლად.
- 2024 წლის თებერვლიდან მუშაობს “TBC & USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის” კურსის “React Accelerator”-ის მენტორად.
კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67 მაიკო
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება დარეგისტრირდი ➜