ინტერიერის დიზაინის კურსი
- ლექტორი ლელი შევჩენკო
- შეხვედრები 3.5 თვე, 26 შეხვედრა - 52 სთ
-
დაწყების თარიღი
3 აპრ
- ოთხშაბათი 19:00 - 21:00 სთ, შაბათი 13:00 - 15:00 სთ
ღირებულება 1500 ₾
განვადებით თვეში
დარეგისტრირდი ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
ინტერიერის დიზაინის კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის, ვისაც სურს შეისწავლოს ინტერიერის დიზაინის სფერო და შექმნას საკუთარი ბინის, ოფისის თუ სხვა სივრცის დიზაინი.
დაინტერესებული პირები კურსზე შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია ამ სფეროში მუშაობის დასაწყებად.
ინტერიერის დიზაინის კურსი მოიცავს:
- ArchiCad-ის შესწავლას, რაც სტუდენტებს ტექნიკური ნახაზების შესრულებაში დაეხმარება;
- MoodBoard-ის აწყობას Photoshop-ის საშუალებით;
- 3D MAX-ის საბაზისო ინსტრუმენტების შესწავლასა და პრაქტიკული დავალებების შესრულებას.
ინტერიერის დიზაინის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- ინტერიერის დიზაინის ისტორია;
- იყენებენ სტილის, ფაქტურის, გარემოსა და ფერის ფსიქოლოგიის კავშირს და ქმნიან საკუთარ პროექტს, კოლაჟს;
- ინსპირაციის წყაროს ძიების პროცესი სასიამოვნო და მრავალფეროვანი ხდება;
- ანაზომის გაკეთება და აწყობა ტექნიკური ინსტრუმენტებისა და უნარ ჩვევების გამოყენებით;
- 3დ ვიზუალიზირება და ეფექტური მასალის მომზადება.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
სტუდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი ლეპტოპი, ხოლო სხვა ტექნიკური წინაპირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://knowledge.autodesk.com/support/3ds-max/troubleshooting/caas/sfdcarticles/sfdcarticles/System-requirements-for-Autodesk-3ds-Max-2021.html
ლექტორის შესახებ:
- ლელი შევჩენკო სტაბილურად თანამშრომლობს „ავერსი“-ს კლინიკების ქსელთან - არქიტექტორად, ინტერიერის დიზაინერად და სივრცის დაგეგმარების სპეციალისტად;
- მის პორტფოლიოში არის 30-მდე კლინიკის პროექტირება-დიზაინი მათ შორის: „დ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, ამავე ცენტრის სხივური თერაპიის, რადიოლოგიის და ონკოლოგიის დეპარტამენტები, „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“, ამავე კლინიკის პედიატრიული განყოფილება და სხვა;
- ლელი მუშაობდა ძველი თბილისის არქიტექტურულ ძეგლებზე (კონსერვაცია, არქიტექტურული პროექტები, კვლევების წარმოება) კომპანიაში „მეიდან ჯგუფი“: ქარვასლის კონსერვაციის პროექტი, სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე, სასტუმრო მეიდანზე და ა.შ;
- ლელი თანამშრომლობს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“. მან დააპროექტა მედიათეკა - ბიბლიოთეკის შენობა და ინტერიერი, უნივერსიტეტის აუდიტორიების, ბიზნეს ფაკულტეტის, იურიდიული და სამედიცინო დეპარტამენტის სივრცეები;
- ლელი შევჩენკოს ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის აქტიური გამოცდილება. მან შექმნა 300-ზე მეტი კერძო ობიექტის არქიტექტურული პროექტი და დიზაინი;
- ლელის აქვს პედაგოგიკის გამოცდილება გრაფიკული პროგრამების სწავლებაში;
- იგი არის თეატრის მხატვრობის ბაკალავრი და არქიტექტურის მაგისტრი;
- ლელი შევჩენკო არის საკუთარი საპროექტოს დირექტორი და მთავარი არქიტექტორი - https://www.facebook.com/leli.shevchenko
კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 595 23 00 11 მატა
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება დარეგისტრირდი ➜