3D გრაფიკა Blender-ის კურსი
- ლექტორი გელა პატარაია
- შეხვედრები 2.5 თვე, 18 შეხვედრა - 36 სთ
-
დაწყების თარიღი
25 მარ
- ორშაბათი 20:00-22:00, ხუთშაბათი 20:00-22:00
ღირებულება 1190 ₾
განვადებით თვეში
დარეგისტრირდი ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
3D გრაფიკა - Blender 3D-ს კურსის მიზანია სტუდენტებს ასწავლოს სამგანზომილებიანი გრაფიკის პრინციპები. მსმენელებს ეცოდინებათ სამგანზომილებიანი რედაქტორის - Blender-ის - გამოყენებით ობიექტებისა და სცენა-ვიზუალიზაციების აწყობა, ტექსტურირება და შემდგომ, მათი ციფრულ პროდუქტად გადაქცევა.
რას ვისწავლი?
- 3D რედაქტორში - Blender 3D-ში მუშაობას
- სამგანზომილებიანი მოდელირების პრინციპებს
- სხვადასხვა ტიპის გეომეტრიის წარმოდგენა-ვიზუალიზაციას
- PBR მატერიალების საფუძვლებს
- მატერიალების, UV პროექციებისა და ტექსტურირების პრინციპებს
- ფორმებისა და სცენების რედაქტირებას
- რენდერინგის ალგორითმების ციკლებისა და რეალურ დროში რენდერის პრინციპებს
- შუქ-ჩრდილებისა და პოსტ-პროცესინგის კონცეფციას
- Photoshop-ის საფუძვლები როგორც დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფას
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- სასურველია ინგლისურის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
- კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება.
- დაკვირვებულობა, კონცენტრირებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
კურსის ტექნიკური წინაპირობები:
- Windows 8.1, 10, 11 | macOS 10.13+ | Linux
- სასურველია ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერი შემდეგი მახასიათებლებით (მოკლე მონახაზი):
- პროცესორი (CPU) i3 მე-4 თაობა და ზევით, i5 – i7 მე-3 თაობა და ზევით ან ექვივალენტური AMD ან MAC
- ოპერატიული მეხსიერება მინიმუმ (RAM) 8GB და ზევით.
- დისკრეტული ვიდეო ბარათი (Discrete, Dedicated GPU) 2GB ან მეტი ვიდეო მეხსიერება OpenGL 4.3 მხარდაჭერით. NVIDIA ან ექვივალენტური AMD (ვიდეო ბარათის მოდელი არ უნდა იყოს 10 წელზე ძველი).
- ინტეგრირებული ვიდეო ბარათისთვის (Integrated GPU OpenGL 4.3) სასურველია intel-ის მე-8 თაობის პროცესორების სერია და ზევით ან ექვივალენტური AMD.
- ამომწურავი ტექნიკური ინფორმაციისთვის ეწვიე ბმულს
ვის შეუძლია კურსის გავლა?
სამგანზომილებიანი გრაფიკით დაინტერესებულ ადამიანებს, ვინც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.
ლექტორის შესახებ
- გელა პატარია არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საძიებო სისტემების ფრილანსერი, ანალიტიკოსი.
- იხილე გელა პატარაიას პორტფოლიო: https://www.behance.net/gelapataraia
კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 595 23 00 11 მატა
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება დარეგისტრირდი ➜