Back-End Development with C#
- ლექტორი ავთანდილ უშიკიშვილი
- შეხვედრები 2 თვე, 23 შეხვედრა - 46 სთ
- ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 21:00 - 23:00
ღირებულება 1190 ₾
განვადებით თვეში
დარეგისტრირდი ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
C# დეველოპმენტის კურსის მიზანი
C# მაიკროსოფტის მძლავრი და ფართოდ გამოყენებადი პროგრამული ენაა, რომელიც გამოიყენება ვებსაიტების, თამაშების, მობილური-დესკტოპ აპლიკაციებისა და სხვა ციფრული პროდუქტების შესაქმნელად. კურსის მიზანია სტუდენტებმა C#-ზე პროგრამირება დაიწყონ ნულიდან და კურსის დასრულების შემდეგ შესაძლებლობა ჰქონდეთ იმუშაონ მონაცემთა ტიპებთან და ოპერატორებთან, მარტივად გაარჩიონ პოგრამული ენის ფრეიმვორკები და შექმნან ზემოაღნიშნული ციფრული პროდუქტები.
სასწავლო კურსის შედეგები
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- მარტივი დონის C# ამოცანებისა და პროგრამის დაწერას;
- C#-ზე დაწერილი პროექტებისთვის მონაცემთა ბაზების გამოყენებას;
- ობიექტზე ორიენტირებულ დაპროგრამებას
- GIT ინსტრუმენტთან საბაზისო მუშაობის უნარებს;
- შეცდომების დაჭერას კოდში/Unit Testing;
- Github-ზე პროექტების ატვირთვას;
- დაწერილი პროგრამის ოპტიმიზაციას;
- C# პროგრამირების სირთულეებთან გამკლავებას;
- მიღებული ცოდნის საფუძველზე განაგრძონ სწავლა და გაიღრმავონ ცოდნა C# პროგრამირების მიმართულებით;
- შეისწავლონ .NET ეკოსისტემის ნებისმიერი ფრეიმვორკი, მათ შორის ASP.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
კურსს არ გააჩნია არანაირი წინაპირობა.
ლექტორის შესახებ
- ავთანდილ უშიკიშვილი ამჟამად იკავებს Senior Software Engineer-ის პოზიციას ბრიტანულ ფინანსურ კომპანია BABB-ში;
- მანამდე იკავებდა .NET Software Engineer-ის პოზიციას საერთაშორისო კომპანია EPAM-ში;
- აქვს 4+ წლიანი გამოცდილება .NET Development მიმართულებით;
- უმუშავია ისეთ სისტემებთან როგორიცაა: ERP მოდულების იმპლემენტაცია, აიტი მხარდაჭერის სისტემის აწყობა და გამართვა.
კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 595 54 00 54 ანი
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება დარეგისტრირდი ➜