მენიუ

ფინანსური მენეჯმენტის კურსი

ღირებულება 840 ₾

განვადებით თვეში 26 ₾-დან



დარეგისტრირდი ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი

ფინანსური მენეჯმენტის კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ: 

  • რა არის ფულის დღევანდელი და მომავალი ღირებულება
  • როგორ გამოითვლება მოგება და რა ფაქტორები მოქმედებს მასზე
  • განსხვავება ფინანსების მართვასა და ბუღალტრულ აღრიცხვას შორის
  • განსხვავება ფინანსურ უწყისებს შორის
  • რა არის ფინანსური ანალიზი და ძირითდი ფინანსური მაჩვენებელები
  • რა არის და რა მნიშვნელობა აქვს საბრუნავი კაპიტალის მართვას
  • რა არის დებიტორული მოთხოვნები და როგორ ხდება მათი მართვა
  • რა მნიშვნელობა აქვს მოზიდული სახსრების წყაროებს
  • რა არის დისკონტირება და რა ფასი აქვს კაპიტალს
  • როგორ ხდება მომგებიანი ინვესტიციების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება

კურსის მსმენელებს შეეძლებათ: 

  • ძირითადი ფინანსური უწყისების წაკითხვა და მათი გამოყენება
  • გაყიდვების, შესყიდვების და ფულადი ნაკადების დაგეგმვა
  • სესხებზე და დეპოზიტებზე დარიცხული სარგებლის ანგარიში
  • ფულის მომავალი და ახლანდელი ღირებულების ანგარიში
  • ოპტიმალური ხარჯების სტრუქტურის დადგენა
  • ნულოვანი მოგების წერტილის დადგენა
  • კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფინანსური მაჩვენებლების კონტროლი
  • დაფინანსების საჭიროების დადგენა
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაფინანსების გარჩევა და გადაწყვეტილების მიღება
  • ოპტიმალური აქტივების დადგენა და მათი მართვა
  • საინვესტიციო პროექტების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

ლექტორის შესახებ:

  • დავით ხაჩიძეს აქვს ქართული და უცხოური კომპანიების მართვის მდიდარი გამოცდილება და ამჟამად არის KTW ჯგუფის ფინანსური დირექტორი;
  • ცოტა ხნის წინ კომპანია ,,ციტადელში'' საერთაშორისო ბიზნეს განვითარების დირექტორის პოზიციას იკავებდა;
  • ასევე, იკავებდა ქართული სამშენებლო კომპანიის CMD-Fortex-ის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას.
  • 2013-2016 წლებში იყო საიუველირო კომპანია ზარაფხანას გენერალური დირექტორი;
  • 2016-2018 წლებში ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრის, მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი;
  • 2019-2020 წლებში მუშაობდა ავსტრიაში, ნავთობ-პროდუქტების საერთაშორისო სავაჭრო ჰოლდინგში - United Energy Commodities GmbH გლობალური ფინანსური დირექტორის პოზიციაზე;
  • დავითი ასევე არის ილიას სახ. უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც სამაგისტრო კურსზე კითხულობს კომპანიის შეფასების და ფინანსური მენეჯმენტის ლექციებს;
  • ლინკდინის პროფილი: https://ge.linkedin.com/in/david-khachidze-mba-8635871b 

კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 596 68 00 11 მარიამი

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება დარეგისტრირდი ➜

შეფასებები

ვაპირებ ბიზნესის კუთხით განვითარებას, ფინანსების მართვა კი უპირველესია საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. სრულად ➜

რეგისტრაცია კურსზე
"ფინანსური მენეჯმენტის კურსი"

ღირებულება 840

დაზოგე

0 840

განვადებით თვეში 26-დან

26


გთხოვ ჩაწერო სახელი და გვარი
გთხოვ ჩაწერო ელ. ფოსტა
გთხოვ ჩაწერო ტელეფონი
🎁 კურსის ჩუქება
🎁 ვის ჩუქნი კურსს? ✖️
გთხოვ ჩაწერო სახელი და გვარი
გთხოვ ჩაწერო მეგობრის ტელეფონი
კოდი არასწორია ან ამ კურსზე/ივენთზე ვერ გამოიყენებ
კონსულტაცია
რეგისტრაცია & გადახდა
რეგისტრაცია & განვადება



მსგავსი კურსები

საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსი - Word, PowerPoint, Excel

საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსი - Word, PowerPoint, Excel

კომპიუტერული უნარებისა და საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსის მიზანია სტუდენტს ასწავლოს საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები საფოსტო, საოფისე და ღრუბლოვან სერვისებში მაიკროსოფტის საოფისე პაკეტის პროგრამების გამოყენებით - კერძოდ: Word, PowerPoint და Excel. ასევე, სტუდენტს შესძინოს მონაცემთა მენეჯმენტის, მანიპულაციისა და დამუშავების უნარები სხვადასხვა სცენარებში.

ყველა კურსი