მენიუ

პროფესია: სოციალური მედია მარკეტინგის მენეჯერი







💫 24 მარტს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს ღია ლექციაზე: ,,პროფესია: სოციალური მედია მარკეტინგის მენეჯერი - რატომ არის ეს მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი?''

🚀 ლექციაზე გაიგებ, რატომ უნდა ისწავლო მსოფლიოში ყველაზე სწრაფადგანვითარებადი პროფესია - სოციალური მედია მარკეტინგი და რა უპირატესობები აქვთ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს.

☀️ ალექსანდრა კნიაზიანი მიმოიხილავს თავის კარიერულ გზას და მოგვიყვება როგორ გახდა სოციალური მედიის სპეციალისტი

🟠 ის ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

🔸 რა არის სოციალური მედია მარკეტინგი - ზოგადი მიმოხილვა

🔸 რა უნდა იცოდე, რომ იმუშაო სოციალურ მედიაში

🔸 რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია თანამედროვე ბაზარზე

🔸 რა მოვალეობები და უნარები აქვს სოციალური მედიის მენეჯერს

🔸 რა ტიპის კომპანიებს სჭირდებათ სოციალური მედიის მენეჯერი

🔸 რამდენია ანაზღაურება როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე

🔸 რამდენ ხანშია შესაძლებელი სოციალური მედიის მართვის შესწავლა

🙋‍♀️ ვინ არის ალექსანდრა კნიაზიანი?

🔹 ალექსანდრა კნიაზიანი არის FCB Artgroup-ის თბილისის ფილიალის ექაუნთისა და სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტი. იგი ასევე არის ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან.

🔹 6+ წლიანი გამოცდილების განმავლობაში უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: HeidelbergCement Georgia, Vestel, Raffaello, Magnum, Phaiser, Coca-Cola, Rexona, Sunsilk, Clear, Algida, ReBank, Swissotel, Kontakt Home, White Now, Domestos, Manamo, თბილისის მარათონი და სხვა.

🔹 ალექსანდრა არის GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი. ჟურნალისტად მოღვაწეობის 5 წლის განმავლობაში, თანამშრომლობდა TV იმედთან, რადიო იმედთან, ონლაინ გამოცემა sova.news-თან და იყო Junior Eurovision-ის აკრედიტებული ჟურნალისტი.

🔹 ალექსანდრას ნამუშევარი აქვს რამდენიმე მიმართულებით: TV და რადიო ჟურნალისტიკა, სტატიები, სატელევიზიო გადაცემის შექმნა, ქოფირაითინგი, ბრენდის ციფრული პოზიციონირების კონცეპტის შემუშავება, სოც.მედიის ტექნიკური მხარდაჭერა, კრეატიული კონტენტის შექმნა, ციფრული რეკლამა, სატელევიზიო და რადიო სარეკლამო განთავსება, ვიდეო-ფროდაქშენი, POSm, ბრენდებთან/კლიენტებთან ურთიერთობა.

❤ დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 595 54 00 54 ანი



სხვა კურსები

Motion Design - After Effects

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.
ვიზუალური ბრენდინგის არტ დაირექშენი

ვიზუალური ბრენდინგის არტ დაირექშენი

ვიზუალური ბრენდინგის არტ-დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.
ინტერიერის დიზაინის კურსი

ინტერიერის დიზაინის კურსი

ინტერიერის დიზაინის კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის, ვისაც სურს შეისწავლოს ინტერიერის დიზაინის სფერო და შექმნას საკუთარი ბინის, ოფისის თუ სხვა სივრცის დიზაინი. დაინტერესებული პირები კურსზე შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია ამ სფეროში მუშაობის დასაწყებად.
IT პროექტების მართვის კურსი

IT პროექტების მართვის კურსი

IT პროექტების მართვის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები. აღნიშნული კურსი სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მართონ პროექტები და შეძლონ სირთულეებთან გამკლავება.
Microsoft SQL Server Database Fundamentals

Microsoft SQL Server Database Fundamentals

Microsoft SQL Server Database Fundamentals კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ინფორმაციული მოდელი, Microsoft SQL მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების მუშაობისა და ფუნქციონირების პრინციპები, რათა შეძლოს მონაცემთა ბაზის დაპროექტება, შექმნა და მონაცემთა დამუშავება. კურსის ფარგლებში მიღებული საბაზისო ცოდნა და უნარები კურსდამთავრებულს დაეხმარება Microsoft SQL მონაცემთა ბაზების მართვის სფეროში კარიერის დაგეგმვასა და ამ სფეროს სხვა კურსების მარტივად დაძლევაში.
პროგრამირება ბავშვებისთვის

პროგრამირება ბავშვებისთვის

კურსის მიზანია 10-15 წლის მოსწავლეებს მისცეს საფუძვლიანი განათლება პროგრამირებაში Python-ის გამოყენებით. კურსის განმავლობაში ისინი შეძლებენ განივითარონ პრობლემის გადაჭრის, ალგორითმული აზროვნებისა და პროგრამული აბსტრაქციების წარმოდგენის უნარი.
კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი

კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი

კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსის მიზანია კურსდამთავრებულებს შეექმნას წარმოდგენა კიბერუსაფრთხოების სფეროზე, საფრთხეების განსაზღვრის მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე, შეისწავლოს კიბერუსაფრთხოების სფეროს ტენდენციები და მიმართულებები.

ყველა კურსი