მენიუ

სად იკრიბებიან ცნობისმოყვარე ადამიანები?







🚀 22 მარტს, 20:00 საათზე, გაიმართება უფასო მასტერკლასი: „სად იკრიბებიან ცნობისმოყვარე ადამიანები?“

👀 მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე, დროსა თუ გარემოში მცხოვრებ კრეატიულ ადამიანებს ერთი რამ აქვთ საერთო - ცნობისმოყვარეობა

🙌 თუ გაინტერესებს მარკეტინგი, ბრენდის შენება და სარეკლამო სფერო, შემოგვიერთდი მასტერკლასზე და აღმოაჩინე ის ბავშვური ცნობისმოყვარეობა, რომელიც შემოქმედებით, თუ რუტინულ საქმიანობას სახალისოს გახდის

🪐 ღონისძიებაზე გაიგებ, როგორ გამოიყენო ცნობისმოყვარეობა კრეატიული საქმიანობისას, რაც დაგეხმარება, შექმნა გამორჩეული კამპანიები და კომუნიკაცია, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება შენი ბრენდის მომხმარებლისთვის

📝 მასტერკლასი დატვირთული იქნება პრაქტიკული ხასიათის სავარჯიშოებით - მოიმარჯვე კალამი/ფურცელი და შემოგვიერთდი! 💜

👩 მასტერკლასს ჩაატარებს ქეთი მეფარიძე

🔸 ქეთი მეფარიძე თიბისის მარკეტერი და LEVEL C-ის (ბრენდინგის სწავლების საერთაშორისო პროგრამის) სერტიფიცირებული სპეციალისტია;

🔸 ქეთის გამოცდილება მოიცავს როგორც საბანკო, ისე სარეკლამო სფეროში მუშაობას და 20-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდის კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას. სარეკლამო ინდუსტრიაში ქეთის გამოცდილება დაკავშირებულია კრეატიულ სააგენტო ,,ლივინგსტონთან“, სადაც იგი ექაუნთ მენეჯერად და ქოფირაითერად მუშაობდა, საფინანსო ინდუსტრიაში კი - საქართველოს ბანკთან და ტერაბანკთან;

🔸 ქეთი ავტორია მოთხრობების კრებულისა ,,მეზობლად“, რომელიც პრემია ,,ლიტერას“ ფინალისტი გახდა. იგი სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. მათ შორის: ,,შემოდგომის ლეგენდა“, ,,ინსომნია“, ,,ალუბლობა“ და სხვ.

🤗 დარეგისტრირდი მასტერკლასზე და შეინახე დასწრების ბმული


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 595 54 00 54 ანი



სხვა კურსები

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინი არის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი სფერო ჩვენს რეალობაში, ამიტომ მოგვეთხოვება, რომ მუდამ ვიყოთ კონკურენტუნარიანები ჩვენი ცოდნით და შესაძლებლობებით. კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.
Motion Design - After Effects

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.
Mobile App Development with React Native

Mobile App Development with React Native

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს მყარი ფუნდამენტი React Native-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web და mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.
კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი

კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი

კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსის მიზანია კურსდამთავრებულებს შეექმნას წარმოდგენა კიბერუსაფრთხოების სფეროზე, საფრთხეების განსაზღვრის მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე, შეისწავლოს კიბერუსაფრთხოების სფეროს ტენდენციები და მიმართულებები.
CHAT GPT კურსი

CHAT GPT კურსი

კურსის მიზანია Chat GPT-ის მუშაობის პრინციპების გაცნობა და მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ავტომატიზაციისთვის.
UX/UI დიზაინის კურსი

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

ყველა კურსი