მარკეტინგი და თანმიმდევრული კომუნიკაცია არის პრაქტიკული კურსი დამწყები მარკეტერებისთვის
და ასევე, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მარკეტინგის სფეროში მოგზაურობა საინტერესო
თავგადასავლად მიაჩნია.
სტუდენტები ჩაუღრმავდებიან იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს,
რაც მარკეტერისა და კრეატიული სააგენტოს კამპანიებზე ერთად მუშაობის პროცესში ჩნდება.
კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი მზად იქნება კამპანიების დაგეგმვა-განხორციელებისა
და კრეატიულსააგენტოებთან ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.
სასწავლო კურსის შედეგები:
პრაქტიკული მარკეტინგი და თანმიმდევრული კომუნიკაციის კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შეეძლებათ კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება და კრეატიულ სააგენტოებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ
ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.
ლექტორის შესახებ:
ქეთი მეფარიძე LEVEL C-ს (ბრენდინგის საერთაშორისო პროგრამის) სერტიფიცირებული
ბრენდის სპეციალისტი და მარკეტერია;
ქეთის
გამოცდილება მოიცავს პროექტებს დაკავშირებულს ბრენდის შენებასთან, თანმიმდევრულ კომუნიკაციებთან
და სარეკლამო ინდუსტრიასთან;
ქეთის
მარკეტინგის მიმართულებით სხვადასხვა წლებში უმუშავია ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორიცაა:
თიბისი, საქართველოს ბანკი, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონი“, ტერაბანკი და ა.შ.;
ტერაბანკში
რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილებიდან, აღსანიშნავია, ქეთის განხორციელებული პროექტი
„ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად“, რომელიც 2020 წელს საქართველოს პასუხისმგებელი
ბიზნესის კონკურსის Meliora-ს ერთ-ერთი მთავარი ნომინაციის გამარჯვებული გახდა;
ქეთი
ავტორია მოთხრობების კრებულის „მეზობლად“, რომელიც პრემია „ლიტერას“ ფინალში გავიდა.
იგი სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის, „შემოდგომის ლეგენდა“,
„ინსომნია“, „ალუბლობა“ და სხვა.
ნათია ნათენაძემ სმარტ აკადემიაში მარკეტინგის პრაქტიკული კურსი გაიარა, ახლა კი კურსის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს. კურსის განმავლობაში ვისწავლე, ზოგადად რა არის მარკეტინგი, როგორ მიდის სამუშაო პროცესი მარკეტინგის დეპარტამენტში, როგორ იღებს, ამუშავებს და ასრულებს შეკვეთას მარკეტინგის დეპარტამენტი. ვისწავლე ურთიერთობა კლიენტებთან და კიდევ ბევრი რამ. კურსის მსვლელობისას განვივითარე უნარები, რომლებიც დამეხმარება მარკეტინგის კურსების არსის უკეთ აღქმასა და მარკეტინგში მომუშავე ხალხთან ურთიერთობაში.ქეთი ძალიან საინტერესო და საყვარელი ადამიანია - მისი მოსმენა სასიამოვნო პროცესია. იგი არის ძალიან უშუალო, სამართლიანი და რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალი.ყველა ლექცია საინტერესო და გამორჩეული იყო -კურსმა ჩემი მოლოდინები ნამდვილად გაამართლამარკეტინგში ზოგადად ის მომწონს, რომ ეს სფერო, რომელსაც არ აქვს საზღვრები, კრეატიული ადამიანებისთვის საკუთარი თავის კარგი გამოვლენის საშუალებაა. სმარტ აკადემიას ჩემს კარიერულ წინსვლასა და ცხოვრებაში უდიდესი როლი აქვს. ამჟამად დასაქმებული ვარ აკადემიაში გაყიდვების განხრით და მარკეტინგის დიზაინის კურსების მიმართულების კოორდინატორად.სრულად ➜
სოფო შავიშვილმა სმარტ აკადემიაში მარკეტინგის პრაქტიკული კურსი გაიარა. ის კურსის შესახებ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.Ჩემი მიზანი იყო, მემოგზაურა მარკეტინგის ჯადოსნურ სამყაროში, გამომეცადა საკუთარი შესაძლებლობები და მიმეღო საჭირო გამოცდილება.კურსის განმავლობაშივისწავლე კრეატიული სააგენტოსთვის მისაწოდებელი ,,ბრიფის'' სრულყოფილად ჩამოყალიბება (ლაკონიურად და ამომწურავად), მათთან ეფექტურად თანამშრომლობის მთავარი ფაქტორები, სწორი სამიზნე აუდიტორიის შერჩევა, იდეების რეალობაში გადმოტანა, პროდუქტის შექმნის სურვილიდან-განხორციელებამდე გასავლელი გზის მენეჯმენტი, კონკურენტულ ბაზარზე ავთენტურობის შენარჩუნება.კურსის მსვლელობისას გამოვიმუშავე აზრების, იდეების სწორად და ლაკონიურად ჩამოყალიბების უნარი. ვისწავლე, როგორ შეიძლება ლიმიტირებულ დროში საუკეთესო შედეგის დადება. გავხდი დეტალებზე მეტად ორიენტირებული, ვისწავლე პროდუქტის, ბაზრის, კონკურენტების საფუძვლიანად გამოკვლევის ხერხები ახალი პროდუქტის შექმნის პროცესში. გავეცანი გამორჩეული კრეატიული სააგენტოების შექმნის ისტორიას, განვითარების გზასა და სპეციფიკას. აღმოვაჩინე არაერთი ბრენდი, რომელთა ინსაითებმაც ჩემში დიდი გარდატეხა მოახდინა. ვფიქრობ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს კარიერულ წინსვლაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.ლექტორის შესახებქეთი ვარსკვლავია, რომელიც სულ უნდა ანათებდეს. მისმა პროფესიონალურმა დამოკიდებულებამ, უშუალო ურთიერთობამ, პრაქტიკულმა მაგალითებმა და მარკეტინგის მნიშვნელობის სიღრმისეულად მოწოდებამ, კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ სწორი მიმართულებით გადავწყვიტე კარიერული განვითარება. ლექტორი ყოველთვის გულანთებული, ამომწურავად პასუხობს ჩემს ნებისმიერ შეკითხვას, მაძლევს მოტივაციას და მახვედრებს, რომ ჩვენს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.გამორჩეული ლექცია ყველა ლექცია განსაკუთრებული და თავისებური იყო, თუმცა გამოვყოფდი ფინალური პრეზენტაციის დღეს, როცა კურსის შემაჯამებელი პრეზენტაცია და ჩვენი შექმნილი ბრენდი წარვადგინეთ. ამ დღეს პირადად შევხვდით ერთმანეთს, გავცვალეთ ემოციები და მიღებული ცოდნა. პრეზენტაცია იყო ინტერაქციული, ვუპასუხე უამრავ შეკითხვას და მივიღე სასარგებლო რჩევები.კურსის დასრულების შემდეგვგეგმავ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ეფექტრად გამოვიყენო პრაქტიკაში. ჩემი მიზანია, ვიყო კონკურენტუნარიანი და პროფესიონალი კადრი, რომელსაც არ ეშინია სიახლეების და გამოწვევების.პროფესია - მარკეტერი ვფიქრობ ამ ხარისხით თავისუფლება, არცერთ პროფესიაში არ არის. ახალი სიტყვა, მრავალფეროვნება, სიახლეები, მუდმივი განვითარება, კრეატივი, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რის გამოც ყველაზე მეტად მომწონს მარკეტინგი.სმარტ აკადემია,,სმარტ აკადემია'' არის თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც კარგად აქვთ გააზრებული მისაღწევი შედეგები და ამ შედეგამდე მისასვლელი გზა. კურსი ძალიან კარგად არის ორგანიზებული, დროები მორგებულია, ინფორმაცია ყოველთვის ადვილად გასაგები და ამომწურავია. საერთო ჯამში იღებ ცოდნას, რომელიც დამწყები თუ პროფესიონალი ადამიანისთვის ერთნაირად სასარგებლოა.,,სმარტ აკადემიას'' დიდი და გამორჩეული როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში. სწორედ ამ კურსის მეშვეობით გავიაზრე, რომ მარკეტინგი არის ის მიმართულება, სადაც თავს ყველაზე თავისუფლად ვგრძნობ, ვიღებ პროცესით სიამოვნებას და მუდმივად ვვითარდები.სრულად ➜
რეგისტრაცია კურსზე
"მარკეტინგი და თანმიმდევრული კომუნიკაციის კურსი"
თუ გსურს გახდე კონტენტ მენეჯერი, რომელსაც შეეძლება კონტენტის მოფიქრება, შექმნა, პრეზენტაციის ჩატარება და თავისივე გენერირებული იდეიის აღსრულებაში მოყვანა, შემოგვიერთდი