სოციალური მედია მარკეტინგის კურსი
- ლექტორი ნათია ზარნაძე
- შეხვედრები 2 თვე, 15 შეხვედრა - 30 სთ
-
დაწყების თარიღი
18 მარ
- ორშაბათი 20:00-22:00, ხუთშაბათი 20:00-22:00
ღირებულება 990 ₾
განვადებით თვეში
დარეგისტრირდი ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
სოციალური მედია მარკეტინგის კურსის მიზნებია კურსდამთავრებულებმა შეძლონ სოციალური მედიის არხების დამოუკიდებლად მართვა, კონტენტისა და რეკლამის დაგეგვმა და აღსრულება, კომპანიის საჭიროებების განსაზღვრა სოციალური მედიის მიმართულებით, სოციალური მედიის სტრატეგიის დოკუმენტის შექმნა და მისი განხორციელება. კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.
კურსის ბოლოს შეძლებ
- კომპანიის სოციალური მედიის ანგარიშების შექმნას და გამართვას
- სოციალური მედიის ბრიფის შედგენას, დიზაინერთან ერთად მუშაობას
- სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას და მომხმარებლის პერსონების შექმნას
- სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავებას
- კონტენტის დაგეგმვას, შექმნასა და გამოქვეყნებას
- ქოფირაითინგის ფორმულების პრაქტიკაში გამოყენება და სწორი მესიჯების შემუშავება
- მომხმარებელთან კომუნიკაციის წარმოებას, კრიზის მენეჯმენტს
- რეკლამის დაგეგმავს და განხორციელებას, სარეკლამო კამპანიების გაშვებას
- სოციალური მედია აქტივობების ანალიზს, რეპორტინგსა და ოპტიმიზაციას
- ფეისბუქ და ინსტაგრამ შოპების შექმნას
- სოციალური მედიის მართვის პროცესში დამატებითი პლატფორმების გამოყენებას
სასწავლო კურსის მოთხოვნები:
სოციალური მედია მარკეტინგის კურსის გასავლელად სტუდენტს დასჭირდება ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე (A2-B1)
ლექტორის შესახებ:
- ნათია ზარნაძე არის სოციალური და ციფრული მედიის მარკეტერი 7 წელზე მეტი გამოცდილებით. ამჟამად ის კრეატიული სააგენტო Windfor’s-ის ციფრული რეკლამისა და ანალიტიკის ხელმძღვანელია.
- მისი გამოცდილება მოიცავს ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობას, როგორიცაა McDonald’s, Elit Electronics, Askaneli, Radisson Hotels, Adjara Group, PSP, TKT GE, Georgian Football Federation, Huawei Mobile, Lenovo Georgia & Armenia და სხვ.
- 2017-2019 წლებში ნათია იყო მარკეტინგული სააგენტო Gingers-ის სოციალური მედიის ხელმძღვანელი; 2020 წელს კი Meta Agency-ში სოციალური მედიისა და კონტენტის მიმართულების უფროსის პოზიციას იკავებდა.
- ნათიას აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს სხვადასხვა დროს მარკეტინგული კვლევების, არაციფრული მედიისა და მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას.
კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 596 68 00 11 მარიამი
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება დარეგისტრირდი ➜