პროდუქტის მარკეტინგის კურსი
- ლექტორი ნანიკო გულისაშვილი
- შეხვედრები 2 თვე, 17 შეხვედრა - 34 სთ
-
დაწყების თარიღი
10 აპრ
- ორშაბათი 20:00 - 22:00 სთ, ოთხშაბათი 20:00 - 22:00 სთ
ღირებულება 1200 ₾
განვადებით თვეში
დარეგისტრირდი ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
პროდუქტის მარკეტინგის კურსი დაგეხმარება გაეცნო პროდუქტის მარკეტინგის მნიშვნელოვან როლს თანამედროვე კომპანიებში, შეისწავლო საჭირო ინსტრუმენტები და ტაქტიკა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად, გამოგიმუშავოს ის უნარ-ჩვევები, რომელიც დაგეხმარება პროდუქციის უკეთ პოზიციონირებისთვის.
პროდუქტის მარკეტინგის კურსის მიზანია, სტუდენტმა შეძლოს პროდუქტის შექმნის პროცესში ჩართვა, იდეიდან განხორციელებამდე, სხვა სტრატეგიულ დეპარტამენტებთან ერთად. ეს კურსი საშუალებას მოგცემს, დაინახო პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი, შექმნა საერთო მარკეტინგული გეგმა - კალენდარი, სადაც შემუშავებული იქნება სხვადასხვა მარკეტინგული ტაქტიკა პროდუქტის ბაზარზე გასატანად და მისი სიცოცხლისუნარიანობის გასაზრდელად.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:
- პროდუქტის მარკეტინგის მნიშვნელობა კომპანიებში
- ახალი პროდუქტის შექმნისა და განვითარების ეტაპები
- პროდუქტის პოპულარიზაციის ტექნიკები
- პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
- როგორ იმუშაონ პროდუქტის შექმნის პროცესში ჩართულ სხვა მნიშვნელოვან რგოლებთან
- პროდუქტის წარმატების საზომი ინსტრუმენტები
- როგორ გამოიმუშავონ პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერისთვის შესაფერისი უნარები
კურსის მსმენელებს შეეძლებათ:
- შექმნან ღირებული პროდუქტი მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე
- შექმნან შეტყობინებებისა და პოზიციონირების ჩარჩოების, რომლებიც პროდუქტს გამოარჩევს კონკურენტებისგან
- აქციონ პროდუქტის მარკეტინგის როლი კომპანიის მნიშვნელოვან ნაწილად
- დაინახონ სრული პროდუქტი ადრეული დაგეგმვიდან იდეის განხორციელებამდე
- იმუშაონ ყველა სტრატეგიულ დეპარტამენტთან და დაამყარონ სწორი კომუნიკაცია
- გაატარონ პროდუქტის გაშვებისთვის საჭირო ღონისძიებები
- გახდნენ პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერები
ლექტორის შესახებ
- ნანიკო გულისაშვილი არის Adjarabet.com-ის პროდუქტის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი;
- ამასთანავე, ბიზნეს-ინჟინერიის დოქტორანტი;
- მას აქვს მარკეტინგის გუნდთან მუშაობის 6+ წლიანი გამოცდილება. თანამშრომლობს სხვადასხვა ინდუსტრიებთან ტექნოლოგიურ და საცალო ბიზნესში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
- დღესდღეობით ნანიკო უძღვება საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული კაზინოს პროდუქტების მარკეტინგს. ის უშუალოდ მონაწილეობს ახალი პროდუქტის შექმნის, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ქმნის პროდუქტს, ახდენს მის პოპულარიზაციას და ახორციელებს მონიტორინგს. ნანიკო თანამშრომლობს კრეატიულ და დეველოპერულ გუნდთან ინოვაციური პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპზე.
კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 595 54 00 54 ანი
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება დარეგისტრირდი ➜