მენიუ

React JS/Native და მისი უპირატესობები







✨ სმარტ აკადემია 22 თებერვალს, 20:00 საათზე, გიწვევს ღია ლექციაზე - ,,React JS/Native და მისი უპირატესობები'' 

🔥 ლექტორი გიორგი რამაზაშვილი მიმოიხილავს თავისი კარიერულ გზას და ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

🔸 რატომ უნდა ისწავლონ Front-End დეველოპერებმა React JS/Native

🔸 რა შედის React JS/Native დეველოპერის მოვალეობებში და რა უნარები უნდა ჰქონდეს მას

🔸 რამდენად მოთხოვნადია ეს მიმართულება ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე

🔸 რა სირთულის პროექტებზე მუშაობას ისწავლიან სტუდენტები React JS/Native-ის კურსზე

⚡ გიორგი რამაზაშვილი ისაუბრებს React JS/Native-ის კურსდამთავრებულების ნამუშევრებზე, რის მიხედვითაც გავიგებთ, თუ რა ტიპის სამუშაოს შესრულებას შეძლებს სტუდენტი კურსის დასრულების შემდეგ

👏 ვინ არის გიორგი რამაზაშვილი?

✔️ გიორგი რამაზაშვილი არის Senior Software Engineer საერთაშორისო კომპანია Webiz Georgia-ში

✔️ გიორგის აქვს 7+ წლიანი გამოცდილება Web Development-ის და 3+ წლიანი გამოცდილება React JS Development-ის მიმართულებით. ნამუშევარი აქვს ისეთ ქართულ და საერთაშორისო პროექტებზე, როგორებიცაა: Imovies, TheXPlace, Envite

🤗 დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 595 54 00 54 ანი



სხვა კურსები

Back-end Development with C# & ASP.NET

Back-end Development with C# & ASP.NET

C# მაიკროსოფტის მძლავრი და ფართოდ გამოყენებადი პროგრამული ენაა, რომელიც გამოიყენება ვებსაიტების, თამაშების, მობილური-დესკტოპ აპლიკაციებისა და სხვა ციფრული პროდუქტების შესაქმნელად. კურსის მიზანია სტუდენტებმა C#-ზე პროგრამირება დაიწყონ ნულიდან და კურსის დასრულების შემდეგ შესაძლებლობა ჰქონდეთ იმუშაონ მონაცემთა ტიპებთან და ოპერატორებთან, მარტივად გაარჩიონ პოგრამული ენის ფრეიმვორკები და შექმნან ზემოაღნიშნული ციფრული პროდუქტები. ASP.NET CORE MVC კურსის მიზანია კურსდამთავრებულებმა შეძლონ სასურველი აპლიკაციის შექმნა ASP.NET ტექნოლოგიის გამოყენებით, იმ პრაქტიკების და მიდგომების გათვალისწინებით, რომლებიც მომავალში დასაქმებასა და ცოდნის production development-ში გამოყენებაში დაეხმარებათ.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.
Microsoft SQL Server Database Fundamentals

Microsoft SQL Server Database Fundamentals

Microsoft SQL Server Database Fundamentals კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ინფორმაციული მოდელი, Microsoft SQL მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების მუშაობისა და ფუნქციონირების პრინციპები, რათა შეძლოს მონაცემთა ბაზის დაპროექტება, შექმნა და მონაცემთა დამუშავება. კურსის ფარგლებში მიღებული საბაზისო ცოდნა და უნარები კურსდამთავრებულს დაეხმარება Microsoft SQL მონაცემთა ბაზების მართვის სფეროში კარიერის დაგეგმვასა და ამ სფეროს სხვა კურსების მარტივად დაძლევაში.
ტექნიკური დიზაინი და სასტამბო საქმე

ტექნიკური დიზაინი და სასტამბო საქმე

კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე დიზაინერებს და მარკეტერებს დავეხმაროთ გარკვევაში თუ როგორ მუშაობს სარეკლამო საწარმო სფერო. რა მასალები და დაზგები არსებობს, რა უნდა გავითვალისწინოთ ფაილების მომზადებისას, როგორ შევარჩიოთ ბეჭდვის მეთოდი და მივიღოთ საუკეთესო შედეგი.
პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

ყველა კურსი