სოციალური მედია მარკეტინგის კურსი
- ლექტორი ალექსანდრა კნიაზიანი
- შეხვედრები 2 თვე, 14 შეხვედრა - 28 სთ
-
დაწყების თარიღი
4 აპრ
- სამშაბათი, ხუთშაბათი 20:00-22:00
ღირებულება 990 ₾
განვადებით თვეში
დარეგისტრირდი ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.
სასწავლო კურსის შედეგები
სოციალური მედია მარკეტინგის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- სოციალური მედიის მარკეტინგის მიზნის განსაზღვრას, რომელიც აუცილებელია წარმატებული ონალინ კამპანიების მისაღწევად;
- თუ როგორ აღწერონ და განსაზღვრონ სოციალური მედიის მარკეტინგის სწრაფად განვითარებადი როლი საზოგადოებასთან ურთიერთობაში, რეკლამასა და მარკეტინგში;
- განსაზღვრონ სოციალური მედიის მარკეტინგის კვეთა ბიზნესის ყველა ასპექტთან;
- განავითარონ ეფექტური სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგიები სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიებისა და ბიზნესებისთვის;
- განსაზღვრონ მიზნობრივი ბაზრები კონკრეტული სოციალური მედიის პლატფორმებისთვის;
- გამოიყენონ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმები და საჭიროებისამებრ მოახდინონ მომხმარებელზე ზემოქმედება ან/და კომპანიის, ბრენდის, პროდუქტის, სერვისის თუ პიროვნების პოპულარიზება;
- თვალყური ადევნონ სოციალური მედიის მიზნების მიღწევის პროგრესს სხვადასხვა საზომი ხელსაწყოების, სერვისებისა და მეტრიკების მეშვეობით;
- შეაფასონ საქართველოში არსებული რეალობა და გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გამოიყენონ სოციალური მედია კამპანიის ფარგლებში;
- შეაჯამონ ყოველივე ზემოთქმული და გამოიყენონ ეს ინფორმაცია სოციალური მედიის სტრატეგიაში.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი არის შესავალი სოციალური მედიის სამყაროში. სტუდენტს დასჭირდება ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე (A2-B1), ლეპტოპი და ენთუზიაზმი.
ლექტორის შესახებ
- ალექსანდრა კნიაზიანი არის FCB Artgroup-ის (1986 წელს დაარსებული სააგენტო, რომელიც გლობალურ სააგენტოების ტოპ სამეულშია) თბილისის ფილიალის ექაუნთისა და სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტი. იგი, ასევე, არის ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ასევე, საერთაშორისო ბრენდებთან;
- თეორიული ცოდნის პარალელურად, მას აქვს სოციალური მედიის სფეროში მუშაობის 7+ წლიანი გამოცდილება და უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: HeidelbergCement Georgia, Vestel, Raffaello, Magnum, ETi, Phaiser, Coca-Cola, Dove, AXE, Rexona, Sunsilk, Clear, Algida, ReBank, Swissotel, Kontakt Home, White Now, Domestos, CIF, Manamo, თბილისის მარათონი, მუსიკის სახლი, ნატახტარი და სხვა;
- ალექსანდრა არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი. ჟურნალისტად მუშაობის 5 წლის განმავლობაში, თანამშრომლობდა და მუშაობდა TV იმედთან, რადიო იმედთან, ონლაინ გამოცემა sova.news-თან და იყო Junior Eurovision-ის აკრედიტებული ჟურნალისტი;
- ალექსანდრას ნამუშევარი აქვს რამდენიმე მიმართულებით: ტვ და რადიო ჟურნალისტიკა, სტატიები, სასტელევიზიო გადაცემის შექმნა, ქოფირაითინგი, ბრენდინგი, ბრენდის ციფრული პოზიციონირების კონცეპტის შემუშავება, სოც. მედიატექნიკური მხარდაჭერა, კრეატიული კონტენტის შექმნა, ციფრული რეკლამა, სატელევიზიო და რადიო სარეკლამო განთავსება, ვიდეო-ფროდაქშენი, ხმის პროდაქშენი სატელევიზიო სარეკლამო რგოლებისთვის (ე.წ.VO), POSm, ბრენდებთან/კლიენტებთან ურთიერთობა, მარკეტინგული/კრეატიული გუნდის მენეჯმენტი, საქართველოს ბაზრის კვლევები;
- პროფესიული საქმიანობის პარალელურად, იგი თავისუფალ დროს დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, კერძოდ კი ეხმარება დაობლებული ბავშვების ფონდს საგანმანათლებლო განვითარების საკითხებში.
კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 596 68 00 11 მარიამი
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება დარეგისტრირდი ➜