მენიუ

CHAT GPT-ის რეალური შესაძლებლობების მიმოხილვა







💫 სმარტ აკადემია 24 მაისს, 20:30 საათზე გიწვევს ღია ლექციაზე - „CHAT GPT-ის რეალური შესაძლებლობების მიმოხილვა“

✨ ლექციაზე შემდეგ საკითხებს შევეხებით:

🔹 რა არის Chat GPT და ზოგადად NLP (Natural Language Processing)

🔹 მსგავსებები და განსხვავებები ChatGpt-სა და ადამიანის "აზროვნების", ინფორმაციის დამუშავების მოდელებს შორის

🔹 ანგარიშვალდებულება NLP-ის გამოყენებისას, დაგენერირებული პასუხების მიკერძოებულობის, გაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებისა და სხვა საშიშროებების მიმოხილვა

🔹 რეალურად გამოყენებადი სცენარების მიმოხილვა სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ავტომატიზაციისთვის და რაში გამოდგება Chat GPT-ის ამჟამინდელი შესაძლებლობები

👨 ლექციას წარუძღვება ლადო გოგოლიძე

🟠 ლადო გოგოლიძეს აქვს თსუ-ს გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი

🟠 აქვს 16 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ბაზების დეველოპმენტის, IT პროექტების მართვის, IT ბიზნეს და სისტემური ანალიტიკის მიმართულებებით

🟠 ამჟამად მუშაობს გადაწყვეტილებების არქიტექტორის პოზიციაზე კომპანია კროკობეთში

🙌 დასწრება თავისუფალია

❤️ დარეგისტრირდი ღია ლექციაზე და შეინახე დასწრების ბმული


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 595 54 00 54 ანი



სხვა კურსები

IT პროექტების მართვის კურსი

IT პროექტების მართვის კურსი

IT პროექტების მართვის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები. აღნიშნული კურსი სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მართონ პროექტები და შეძლონ სირთულეებთან გამკლავება.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.
UX/UI დიზაინის კურსი

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.
CHAT GPT კურსი

CHAT GPT კურსი

კურსის მიზანია Chat GPT-ის მუშაობის პრინციპების გაცნობა და მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ავტომატიზაციისთვის.
მარკეტინგი და თანმიმდევრული კომუნიკაციის კურსი

მარკეტინგი და თანმიმდევრული კომუნიკაციის კურსი

ეს არის პრაქტიკული კურსი დამწყები მარკეტერებისთვის და ასევე, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მარკეტინგის სფეროში მოგზაურობა საინტერესო თავგადასავლად მიაჩნია. სტუდენტები ჩაუღრმავდებიან იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რაც მარკეტერისა და კრეატიული სააგენტოს კამპანიებზე ერთად მუშაობის პროცესში ჩნდება. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი მზად იქნება კამპანიების დაგეგმვა-განხორციელებისა და კრეატიულ სააგენტოებთან ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. .
Back-end Development with C# & ASP.NET

Back-end Development with C# & ASP.NET

C# მაიკროსოფტის მძლავრი და ფართოდ გამოყენებადი პროგრამული ენაა, რომელიც გამოიყენება ვებსაიტების, თამაშების, მობილური-დესკტოპ აპლიკაციებისა და სხვა ციფრული პროდუქტების შესაქმნელად. კურსის მიზანია სტუდენტებმა C#-ზე პროგრამირება დაიწყონ ნულიდან და კურსის დასრულების შემდეგ შესაძლებლობა ჰქონდეთ იმუშაონ მონაცემთა ტიპებთან და ოპერატორებთან, მარტივად გაარჩიონ პოგრამული ენის ფრეიმვორკები და შექმნან ზემოაღნიშნული ციფრული პროდუქტები. ASP.NET CORE MVC კურსის მიზანია კურსდამთავრებულებმა შეძლონ სასურველი აპლიკაციის შექმნა ASP.NET ტექნოლოგიის გამოყენებით, იმ პრაქტიკების და მიდგომების გათვალისწინებით, რომლებიც მომავალში დასაქმებასა და ცოდნის production development-ში გამოყენებაში დაეხმარებათ.

ყველა კურსი